ეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი (ფრ. la tour Eiffel) – 300 მეტრის ლითონის კონსტრუქციაა, რომელიც პარიზში, სენასთან, შამ–დე–მარსზე მდებარეობს. ეს არის პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ყოველწლურად მის სანახავად 6 მილიონი ტურისტი მიდის, ხოლო მთელი არსებობის განმავლობაში 236 მილიონი დამთვალიერებლით იწონებს თავს.
შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „უსახური“ ჩემს "პროლოგში". თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია ეიფელის კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. საბედისწერო შემთხვევის წყალობით კოშკი დანგრევას გადაურჩა და ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა. იდეის ავტორი და მთავარი არქიტეტორი ცნობილი ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი გახლდათ. კოშკს სახელი სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა.
შენობა მსოფლიო გამოფენის, ექსპო–იუნივერსელის ფარგლებში აშენდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
თავდაპირველი გათვლებით კოშკის დემონტაჟი აშენებიდან 20 წელიწადში იგეგმებოდა, (ამ პერიოდზე იყო გათვლილი გუსტავ ეიფელის ხარჟების ამოღება), თუმცა მოგვიანებით, რადიო ეთერისა და სატელევიო მაუწყებლობის კოშკზე დამონტაჟების წყალობით, ეიფელმა საკომუნიკაციო დანიშნულება მიიღო და დემონტაჟს გადაურჩა.
12 მეტრიანი სატელევიო ანძის დამონტაჟებამ კოშკის სიმაღლე 12 მეტრით გაზარდა და 312–ის ნაცვლად 324 გახდა. თუმცა ეიფელი თავდაპირველი სიმაღლითაც იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი და მასიური კონსტრუქცია იყო. 10 000 ტონიანი ლითონის ნაგებობა, ურყევად დგას ძლიერი ქარების დროსაც კი. ერთადერთი „საშიშრობა“, რისგანაც ეიფელი „იტანჯება“ ეს სიცხეა. მზიანი მხარის გადახურების შედეგად ეიფელის კოშკის წვერი 18 სანტიმეტრით იხრება.
ეგვიპტის პირამიდები
პირამიდა გიზეში, რომელიც მისი აღმშენებლის, ეგვიპტის ფარაონ ხეოფსის სახელს ატარებს (ქრისტეშობამდე დაახლოებით 2551-2528, დღემდე შემორჩენილი უძველესი ქმნილებაა. მას, გრანდიოზულობის გამო , “დიდ პირამიდასაც” უწოდებენ და მსოფლიოს საოცრებათა სიაში პირველ ადგილზეა.
ადამიანის მიერ ოდესმე აგებულ არქიტექტურულ ქმნილებათა შორის, ჩინეთის კედლოს შემდეგ, ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია. მისი სიმაღლე 145,46მ–ია, რაც დაახლოებით 50 სართულიანი ცათანბჯენის სიმაღლეს უტოლდება. ვიდრე XIXსს.–ში პარიზში არ ააგებდნენ ეიფელის კოშკს (300მ), ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში. სივრცე, რომელიც მას უკავია, თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს 5 დიდ ტაძარს: წმ. პეტრეს ტაძარს რომში, წმ. პავლეს ტაძარს და ვესტმინტეროს სააბატოს ლონდონშიმ ტაძრებს ფლორენციასა და მილანში; ხოლო ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებულ ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა.
ახალგაზრდა ფარაონმა ხეოფსმა, მამის, სნოფრუს, გარდაცვალებისთანავე, ბრძანა პირამიდის აგება. მასაც, როგორც ყველა მის წინამორბედს, დაწყებული ფარაონ ჯოსერიდან, სურდა პირამიდაში დაკრძალულიყო. თანაც მისი პირამიდა ყველა მანამდე არსებულზე უფრო დიდი, ლამაზი და მდიდრული უნდა ყოფილიყო.
სანამ ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქვის სამტეხლოში, პირამიდის თოთქმის 2,5 მილიონი ბლოკი (თითოეული საშუალოდ 2,5 ტონა) მოიჭრებოდა, მთელი რიგი რთული მოსამზადებელი სამუშაოეები უნდა ჩატარებულიყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშენებლობისათვის შესაფერისი ადგილი უნდა მოენახათ შენობ, რომელიც 6400000 ტონას იწონიდა, მყარ გრუნტს საჭიროებდა, სხვაგვარად პირამიდას საკუთარი წონა მიწაში ჩაიტანდა. ასეთი ადგილი კაიროს სამხრეთით, გიზეს უდაბნო იყო. ეს გახლდათ კლდოვანი შვერილი მყარი გრუნტიღ, რომელიც ხეოფსის პირამიდის წონას გაუძლებდა. პირამიდა ააგო ფარაონის ნათესავმა, ხუროთმოძღვარმა ხემიუნმა.
როგორ აშენებდნენ ხეოფსის პირამიდას?
ჯერ შეადგინეს პრიამიდის საძირკვლის გეგმა. დაგეგმილი საძირკვლის გარშემო გრუნტი ქვებისა და ქვისისაგან წყალგაუმტარი მიწაყრილით მოასწორეს. საძირკვლის კვადრატში გაჭრეს პატარა, ერთიმეორის სწორხაზოვნად გადამკვეთი არხების ხშირი ქსელი, რომელიც ქემოდან უზარმაზარ ჭადრაკის დაფას წააგავდა. ამ არხებში წყალი გაუშვეს, კედლებზე წყლის ზღვრული დონე მონიშნეს და არხები დაცალეს. წყალს თან გაყვა სამშენებლო ნაგავიც. შემდეგ არხები ქვებით ამოავსეს და პირამიდის საძირკველიც მზად იყო. ამ სამუშაოებს დაახლოებით 40000 კაცმა 12 წელი მოანდომა. მად შორის იყვნენ: ხუროთმოძღვრები, ქვისმდლელები და სხვა ხელოსნები. ამის შემდეგ დაიწყო თავად პირამიდის მშენებლობა.
ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ქრისტეშობამდე Vს.) გადმოცემით, მშენებლობა, დაახლოებით 20 წელს გაგრძელებულა. ხეოფსის უზარმაზარი “მარადიული სახლის” მშენებლობაში მონაწილეობდა თითქმის 100 000 კაცი.
მუშების საკვებად შეძენილ თალგამს, ნიორსა და ხახვში დაახლოებით 16 000 ტალანტი დახარჯულა (ფულის მხვილი ერთეული ძველ საბერძნეთსა და წინა აზიაში. საბერძნეთსი ერტი ტალანტი უდრიდა 26,2კგ-ს. “სულიერი ნიჭიერები” მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად ბიბლიაში გვხვდება – რედ.) დღეს ეს თანხა დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მუშათა რაოდენობა გაზვიადებულია. ამდენი ადამიანი სამშენებლო მოედანზე ვერ დაეგეოდაო. გეგმაზომიერი მუშაობისას 80 000 მუშაც კი ხელს შეუშლიდა ერთმანეთს.
პირამიდების მშენებლობის ეპოქაში ეგვიპტე მდიდარი ქვეყანა იყო. წლიდან წლამდე ივნისის ბოლოდან ნოემბრამდე ნილოსი ნაპირებიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სავარგულებს შლამის სქელი ფენით ფარავდა, რაც ხრიოკ-უდაბნოს ნაყოფიერ სახნავ-სადეს მიწად აქცევდა. მოსავლიან წლებში მარცვლეულის, წილისა და ბოსტნეულის სამ მოსავალს იწევდნენ.
ასე რომ, ივსნისიდან ნოემბრამდე ეგვიპტელ გლეხებს არ შეეძლოთ თავიანთ ყანებში მუშაობა. ამიტომ ისინი ივნისის შუა რიცხვებში სიამოვნებით ეწერებოდნენ პირამიდებზე მუშაობის მსურბელთა რიგებში.
ვინ აშენებდა პირამიდებს?
მსურველი უამრავი იყო. ეს იყო ნებაყოფლობითი და არა იძულებითი შრომა. საამისოდ ორი მიზეზი არსებობდა: ჯერ ერთი, ადამიანი, სანამ პირამიდაზე მუშაობდა, თავშესაფარს, ტანსაცმელს, საკვებსა, და მცირეოდენ ფულად ანაზღაურებას იღებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნილოსი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა, გლეხებიც თავიანტ სოფლებში ბრუნდებოდნენ. მეორეც, ფარაონი ეგვიპტელთათვის მხოლოდ მეფე როდი იყო; იგი ღმერთად მიაჩნდათ, ამიტომაც ყოველი ეგვიპტელისათვის საპატიო საქმედ ითვლებოდა ფარაონის განსასვენებლის მშენებლობაში მონაწილეობა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წვლილი შეჰქონდა ამ საქმეში, თავის თავს ფარაონ-ღმერთის უკვდასებასთან ნაზიარებად მიიჩნევდა. ივნისის ბოლოს გიზესკენ გლეხთა უზარმაზარი ნაკადი მიედინებოდა. იქ მათ სპეციალურად მუშახელისთვის აგებულ ფიცრულ შენობებში 8 კაციან ჯგუფებად აბინავებდნენ.
მუშები ბორნებით გადადიოდნენ ნილოსის მეორე ნაპირზე და მიემართებოდნენ ქვის სამტეხლოებისკენ, სადაც ჩაქუჩის, სატეხის, ხერხისა და ბურღის გამოყენებით ქვებს ამტვრევდნენ და საჭიროებისამებრ 85სმ–დან 1,45მ–მდე სიდიდის ბლოკებს ამზადებდნენ. თითოეული ჯგუფი “თავის” ბლოკს თოკებისა და ბერკეტების დახმარებით ხის საგორავზე ათავსებდა და ხეფენილზე, რომელიც ნილოსამდე იყო დაგებული, მიათრევდა. იალქნიან ბარკასებს მეორე ნაპირზე გადაჰყავდა მუშები და გადაჰქონდა 2,5 ტონამდე სიმძიმის ბლოკები. ქვებს სამშენებლო მოედნამდე კვლავ ხეფენილზე მიათრევდნენ, რადგან მაშინ ამწევი მექანიზმები არ ჰქონდათ. იწყებოდა სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი: სპირალის ფორმის აღმავალ სატვირთო ბაქანზე (რომელსაც ნილოსის შლამისგან დამზადებული აგურებით აკეთებდნენ) ბლოკი თოკებითა და ბერკეტებით აჰქონდათ საჭირო სიმაღლემდე, სადაც მუშათა ჯგუფი ხუროთმოძღვრის მიერ მითითებულ ადგილას შესაშური სიზუსტით ათავსებდა. რაც უფრო მაღლდებოდა პირამიდა, შესაბამისად, პატარავდებოდა ზედა სამშენებლო მოედანი და რთულდებოდა სამუშაო. პირამიდას აგებდნენ დუღაბის გარეშე!
რომის კოლიზეუმი
როგორც ცნობილია, ძველი რომაელები სანახაობათა დიდი მოყვარულები იყვნენ. სწორედ სანახაობათა გასამართად რომში, ახ.წ.I ს-ში აიგო საგანგებო ნაგებობა კოლოსეუმი. მისი სახელწოდება ლათინურუ სიტყვიდან colosseus მომდინარეობს, რაც უზარმაზარ, კოლოსალურს ნიშნავს. და მართლაც, კოლოსეუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო 4 იარუსად განლაგებულია ადგილები მაყურებელთათვის. შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით. კოლოსეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთამ და სხვა სასტიკი სახეობანი. კოლოსეუმის არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა. ხშირად კოლოსეუმში გამართული სანახაობა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა; მაყურებლები საკუთარი ბალიშებით მოდიოდნენ, რათა ქვის სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ასე შეექციათ თავი სანახაობათა ხილვით.
პიზის კოშკი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა, იტალიის ქალაქ პიზის კათედრალური ტაძრის სამრეკლო, რამდენიმე ეტაპად შენდებოდა 1173-1350 წლებში. როდესაც კოშკის რვა სართულიდან სამი უკვე აშენდა, აღმოჩნდა, რომ საძირკველი რბილ მიწაში ეფლობოდა და კოშკი გვერდზე იხრებოდა.ამ მდგომარეობის გამოსწორების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა. მეოცე საუკუნის მიწურულს კიშკი 5, 5 გრადუსით იყო გადახრილი, ხოლო მისი წვერი 5, 2 მეტრით იყო გადაცილებული. კოშკი მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს, რომელთაც აოცებთ ის რომ კოშკი არ ინგრევა.
წმინდა პეტრეს ტაძარი
მიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათმოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და ა.შ.
lწმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობა აღორძინების უდიდესმა არქიტექტორმა ბრამანტემდაიწყო, თუმცა ტაძრის დასრულება და გუმბათის პროექტი მიქელანჯელოსეკუთვნის.
130 მეტრის სიმაღლის არის წმ. პეტრის ტაძარი. ტაძარში ფრესკები არ არის, აქყველაფერი მოზაიკაა, ვატიკანის ტერიტორიაზე მე16 საუკუნის ტაძარიკონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზეა აგებული, ფართობი იმდენადდიდია,რომ ერთდროულად 60000 ადამიანს იტევს.
lტაძარში ყველა შემსვლელი, წმინდა პეტრეს ქანდაკებას ფეხზე ეხება. წირვა-ლოცვატაძრის ოთხივე მხარეს ტარდება, ახსარების ჩაბარება მრავალ ენაზეა შესაძლებელი.
lქრისტე პეტრეს კლდეს უწოდებს და ხელში გასაღებს აძლევს, კათოლიკური სამყაროსწორედ წმ. პეტრეს მიიჩნევს სასუფევლის გასაღების მფლობელად.რომის პაპები კიმის მემკვიდრეებად ითვლებიან.
lტაძარი სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით: უძველესი მადონადა მიქელანჯელოს უნიკალური პიეტა, დატირება. ტაძარში არის რომის პაპებისაკლდამები.
l წმ. პავლეს საფლავიც რომში, მისივე სახელობის უდიდეს ბაზილიკაშია, ისიმპერატორმა ნერონმა ტაძრიდან ორ კილომეტრში აწამა. ცხედარი ამ ადგილას მისმა მოწაფეებმა მოაბრზანეს, ერთ-ერთი სიწმინდე ნეირონის მედალიანი ჯაჭვი, რომლითაც წმინდანს ხელები შეუკრეს აქვე ინახება.
ტაძრის კედელზე 265 პაპის სურათია, მოქმედი ბენედიქტ მე16ის შემდეგ ცარიელიადგილებია დატოვებული, ლეგენდის მიხედვით როდესაც ამ კედელზე პაპებისსურათებისთვის განკუთვნილი ჩარჩოები ამოიიწურება, სამყაროს დასასრულიანაწინასწარმეტყველები. ასეთი ადგილი ჯერჯერობით 27 დარჩა.
ყიზყალასი
ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი, (აზერბ. Qız Qalası) XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. ქალქულის კოშკის ლეგენდის მიხედვით ამბობენ, რომ მდიდარი შაჰის ქალიშვილს ერთი ღარიბი ბიჭი შეუყვარებია, ამის გამო შაჰმა გოგოს კოშკში ჩაუკეტა. ამ კოშკში შეყვარებული გოგო თავი მოიკლა.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა) — 1975–წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ. ნაგებობა გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული მოდერნისტული სტილით. ეს მონუმენტური შენობა, რომელსაც ნიუ–იორქ ტაიმსმა უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“, ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშია თბილისში. 1980 წელს ამ შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ–ის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ. 2007 წელს შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა.
ერებუნის მუზეუმი
ერევანის ერთ-ერთი ისტორიული მუზეუმი. მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე, ურარტუს ქალაქ ერებუნთან ახლოს. მუზეუმში დაცულია 1950-1959 წლების არქეოლოგიური გათხრების დროს ერებუნში და 1939-1958 წლებში თეიშებაინში, კარმირ-ბლურზე აღმოჩენილი მრავალი ექსპონანტი. მუზეუმი გაიხსნა 1968 წელს ქალაქ ერებუნის დარსებიდან 2750-ე წლის თავზე.
უფრო მეტად ღირებული ნივთები, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, მათ შორის ღმერთ თეიშებას ქანდაკება, გადატანილია ისტორიულ მუზეუმში — ქვეყნის უმთავრეს მუზეუმში, ხოლო ერებუნში გამოფენილია მათი ასლები. მუზეუმის ყველაზე ღირებული ნივთია 23 ფილა ლურსმული დამწერლობით.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder